უფასო ტრანსპორტირება 50 ლარზე ზევით

პირობები და წესები


1. ზოგადი პირობები

1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „გიფტარეა"-ს ინტერნეტ მაღაზია www.giftarea.ge-ს (შემდგომში „ვებ-გვერდი" ან „გამყიდველი") და ვებ-გვერდის მომხმარებელს შორის.

ღილაკის–„ვეთანხმები" დაჭერა, აგრეთვე ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას შეასრულოს ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები.

1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.

2. ანგარიშსწორების პირობები

2.1 შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, შეფუთვისა და გადაზიდვის ღირებულების ჩათვლით. ვებ-გვერდი თავად უზრუნველყოფს გადახდასთან დაკავშირებული საკომისიოს გადახდას.

2.2 პროდუქციის ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით.

2.3 მომხმარებელს შეუძლია www.giftarea.ge ზე შეძენილი პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს საგადახდო ბარათის ან „ჩემი ბალანსის“ მეშვეობით.

2.4 საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები. გადახდის უსაფრთხოება დაცულია ,,Verified by Viza" და ,,MasterCard Secure Code"ტექნოლოგიების გამოყენებით.

2.5 „ჩემი ბალანსის" შევსება ხდება Nova-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. მომხმარებელს ამისთვის სჭირდება თავისი უნიკალური ნომრის (მომხმარებლის ID) ის მითითება.

2.6 „ჩემი ბალანსი"-დან თანხის უკან დაბრუნებისათვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა კომპანიის ოფისში. თანხის ჩარიცხვა მოხდება ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. დასაბრუნებელ თანხას გამოაკლდება ოპერატორის და ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო.


3. მიწოდების პირობები

3.1 პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ორი გზით: 1. ოფისიდან გატანა და 2. ადგილზე მიწოდება

1. „ოფისიდან გატანის" შემთხვევაში მომხმარებელმა შეკვეთილი პროდუქცია უნდა გაიტანოს მისამართიდან - თბილისი, ყაზბეგის გამზ #47 შეკვეთიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრა ან ადგილზე მიწოდების შეთავაზება. გონივრული ვადის გასვლის შემდგომ და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდა მომხმარებელთან საკონტაქტო მისამართზე დაკავშირება, საკუთრების უფლება გაყიდულ პროდუქციაზე გადადის გამყიდველზე.

2. „ადგილზე მიწოდების" არჩევის შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება განხორციელდება მომხმარებლის მიერ შეკვეთისას მითითებულ მისამართზე. შეკვეთისას მითითებული მიწოდების სავარაუდო დროის გადაცილების შემთხვევაში ვებ-გვერდი აუცილებლად წინასწარ გააფრთხილებს მომხმარებელს. მომხმარებელი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას სწორად მიუთითოს მიწოდების მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. არაზუსტი მისამართის და ტელეფონის მითითების შემთხვევაში მოქმედებს 3.1.1 პუნქტში მითითებული ვადები და პროცედურები.
თბილისის ტერიტორიაზე 50 ლარამდე პროდუქციის მიწოდების ღირებულება შეადგენს 4 ლარს, 50 ლარიდან კი ტრანსპორტირება უფასოა. რეგიონებში შეკვეთის მიწოდების ღირებულება 8 ლარია.

3.2 იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების თარიღი ემთხვევა სახელმწიფო დღესასწაულს, მაშინ მიწოდება განხორციელდება მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს.

3.3 პროდუქციის ჩაბარება ხორციელდება მხოლოდ იმ პიროვნებაზე, რომელიც მითითებულია საიტზე შეკვეთის მიმღებად. მიმღების იდენტიფიცირება მოხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

3.4 მომხმარებელი ვებ-გვერდის წარმომადგენლის თანდასწრებით ახდენს პროდუქციის გახსნას და მის ვიზუალურ დათვალიერებას. მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით მომხმარებელი ადასტურებს მიწოდებული პროდუქციის სრულად მიღებას ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

3.5 მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ პროდუქციის არ მიღებაზე, რომელიც არ შედიოდა შეკვეთაში ან/და მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;

3.6 თუ მომხმარებელი პროდუქციას ჩაიბარებს ვიზუალური დათვალიერების გარეშე და არ წამოაყენებს პრეტენზიას პროდუქციის დაზიანების შესახებ, მაშინ ითვლება, რომ მომხმარებელმა პროდუქცია მიიღო უნაკლოდ, შეთანხმებული პირობებით.

3.7 პროდუქტის მიღების შემდგომ საწარმოო წუნის ან სხვა დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოიტანოს პროდუქტი კომპანიის ოფისში და შეავსოს სპეციალური ფორმა, პროდუქტის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ პროდუქციის უკან მიღება არ მოხდება. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება მოხდება ფორმის შევსებიდან, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.

4. კონფიდენციალურობა

ვებ-გვერდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე პირს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საიტს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.

5. ფორს-მაჟორი

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორს-მაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი, ეპიდემია). შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

6. შეზღუდვა ვებ-გვერდის სისწორეზე

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მოწოდებულია პარტნიორი კომპანიებისგან. ეს ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გადის გადამოწმებას საიტზე განთავსებამდე. თუმცა ინფორმაციის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით ვებ-გვერდი ვერ გასცემს გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით.

ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დაშვების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ვებ-გვერდის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით ანუ ”როგორც არის”. ვებ-გვერდი არ იძლევა სრულ გარანტიას და პირობას მის შემცველობასთან დაკავშირებით.


სასაჩუქრე ბარათების გამოყენების წესი


1. ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები განსაზღვრავს ელექტრონული სასაჩუქრე ბარათების მომსახურების გამოყენების პირობებს. ელექტრონული სასაჩუქრე ბარათების მოდული წარმოადგენს საიტის განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება საიტის ზოგადი პირობები და წესები http://giftarea.ge/ge/about

2. გამოყენების წესები
ელექტრონული სასაჩუქრე ბარათების მოდულში შესვლა ხდება საიტის მთავარ მენიუში ღილაკის „სასაჩუქრე ბარათები“-ის მეშვებოთ. სანავიგაციო მენიუში გვხვდება მომსახურების 9 კატეგორია:
ტანსაცმელი და აქსესუარი;
საყოფაცხოვრებო ტექნიკა;
კვების ობიექტები;
ჯანმრთელობა და სილამაზე;
პარფიუმერია;
გართობა;
ტურიზმი და სასტუმროები;
ავეჯი,ინტერიერი
სხვადასხვა

თითოეულ კატეგორიაში წარმოდგენილია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, რომელთა მომსახურების/საქონლის შეძენა შესაძლებელია ელექტრონული სასაჩუქრე ბარათის მეშვეობით.
სასურველი კომპანიის ლოგოზე ღილაკის დაჭერის შემდეგ გადავდივართ სასაჩუქრე ბარათის გვერდზე, სადაც ხდება სასაჩუქრე ბარათის სასურველი თანხის არჩევა. გრაფაში „აღწერა“ მოცემულია პარნიორი კომპანიის ფილიალების მისამართები და კომპანიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური წესები. ავტორიზაციის გავლის და ღილაკ „გადახდა“-ს დაჭერისას გადავდივართ გადახდის გვერდზე.
გადახდის გვერდზე წარმოდგენილია სავალდებულო ველები „მიმღების სახელი და გვარი“ და „მიმღების მობილური ნომერი“. ასევე გხვდება არასავალდებულო ველებიც: „მიმღების ელ-ფოსტა“ - მითითებულ ელ-ფოსტაზე ადრესატს მიუვა ელექტრონული სასაჩუქრე ბარათის კოდი და „მისალოცი ტექსტი“ - თუკი გსურთ ადრესატს გაუგზავნოთ მისალოცი ტექსტი sms-ით.
ასევე შესაძლებელია ადრესატისთვის სასაჩუქრე ბარათის დაბეჭდილი სახით გაგზავნაც. ამისათვის უნდა მონიშნოთ შესაბამისი ღილაკი გადახდის გვერდზე.
ინფორმაციის შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „ყიდვის გაგრძელება“, ირჩევთ გადახდის მეთოდს - საბანკო ბარათი თუ ფეიბოქსი და ასრულებთ გადახდას.
გადახდის დასრულებისას ადრესატს მითითებულ მობილურის ნომერზე მიუვა 6 ციფრა კოდი და მისალოცი ტექსტი (მითითების შემთხვევაში). ადრესატმა პარნიორ კომპანიაში სასურველი მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა და ზემოაღნიშნული 6 ციფრა კოდი. ვერიფიკაციის შემდეგ ადრესატი შეძლებს სასურველი მომსახურების/საქონლის შეძენას სასაჩუქრე ბარათის ნომინალის ფარგლებში. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ადრესატს შეუძლია დაუკავშირდეს Giftarea.ge-ს ცხელ ხაზს ნომერზე 2112255.
სასაჩუქრე ბარათი ერთჯერადია და მასზე მითითებული თანხის შესატყვისი პროდუქცია გაიცემა ერთბაშად. ნაკლები ღირებულების საჩუქრის არჩევისას ფასთა სხვაობა ადრესატს არ უბრუნდება.