უფასო ტრანსპორტირება 50 ლარზე ზევით, მომდევნო სამუშაო დღეს
მიიღეთ !
პერიოდულად სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები

მანათობელი კაბა Met Gala 2016-ზე

რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკის Met Gala 2016-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კოსტიუმების ინსტიტუტის 70-ე იუბილეს მთავარი თემა იყო „მოდა და მანქანა: მოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში“.

საღამოს მასპინძელი წელს მომღერალი ტეილორ სვიფტი იყო, რომელიც ვერცხლისფერ მინი-კაბასა და მაღალყელიან ფეხსაცმელში ბრწყინავდა. ღონისძიების ორგანიზატორებს შორის წელს იდრის ელბა, კარლ ლაგერფელდი, მიუჩა პრადა და ჯონათან აივი იყვნენ. საპატიო სტუმრებს კი ნიკოლ კიდმანი, ალისია ვიკანდერი, მადონა, კეტი პერი, ლეიდი გაგა, უმა თურმანი, როზი ჰანინგტონ-უაითლი და სხვები წარმოადგენდნენ. თითოეული მათგანის კაბა გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, თუმცა საღამოს დასრულების შემდეგ, ყველა ერთ კონკრეტულზე ალაპარაკდა

კლერ დეინსი ზაკ პოენის დიზაინით შექმნილ კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის სიბნელეში მანათობელი ქსოვილისგან იყო შეკერილი და წარმოუდგენლად ეფექტურ სანახაობას ქმნიდა.


წყარო: ფორტუნა პლიუსი