უფასო ტრანსპორტირება 50 ლარზე ზევით, მომდევნო სამუშაო დღეს
მიიღეთ !
პერიოდულად სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი მეგობრისთვის

1. უპირველეს ყოვლისა, დაადგინეთ თუ რა ბიუჯეტი გაქვთ და რამდენის დახრჯვას აპირებთ .


2. თქვენ მიდიხართ მეგობართან, ადამიანთან, რომელსაც იცნობთ კარგად. თქვენ გაქვთ რამდენიმე ვარიანტი კარგი საჩუქრის შესარჩევად.
* ამოირჩიეთ საჩუქარი დამოუკიდებლად, ყოველთვის იხელმძღვანელეთ იმ ინფორმაციით, რაც იცით იმ ადამინის შესახებ.
* შეიძინეთ საჩუქარი საერთო მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან მოწვეულნი წვეულებაზე.
* ურეკავთ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვენს მეგობარს და ეკითხებით პირდაპირ ან ირიბად თუ რა ესიამოვნებოდა მას დაბადების დღეზე საჩუქრად – რას ისურვებდა?


3. როცა გადაწყვეტთ ამ კითხვებს, საჭიროა გადახვიდეთ ძირითად ნაწილზე - ყიდვაზე. წადით მაღაზიაში, ან იპოვეთ ნივთი ინტერნეტით. ყველა შემთხვევაში შეაგროვეთ ბევრი ინფორმაცია იმ ნივთის შესახებ, რის ყიდვასაც აპირებთ საჩუქრად. ასევე გაიგეთ ამ ნივთის ფასები სხვადასხვა მაღაზიებში და შეადარეთ ერთმანეთს.


4. თუ თქვენ უკეთებთ საჩუქარს იმ მეგობარს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, აარიდეთ სპეციფიკური ნივთების ყიდვას თავი. ამ შემთხვევაში იყიდეთ ის, რაც ადამიანების უმეტესობას ესიამოვნება. თუ მეგობრების უმეტესობა მოიწონებს თქვენს იდეას, არჩევანი ამ საჩუქარზე შეაჩერეთ, ხოლო თუ არ გამოიწვია თქვენმა იდეამ "ოვაციები" მაშინ დიდი შანსია, რომ თქვენს მეგობარს არ მოეწონება თქვენი საჩუქარი.


5. თუ საჩუქარს უკეთებთ მეგობრის შვილს, მაშინ გაიხსენეთ თუ რაზე ოცნებობენ მშობლები. რომელი სათამაშოებით თამაშის უფლებას აძლევენ ბავშვს და რომლით არა.


6. თუ ადამიანი თქვენთვის მეგობარზე მეტია, მაშინ საჭიროა საჩუქარი გაკეთდეს უფრო რომანტიკულ სტილში. დაინტერესდით მაღაზიების შემოთავაზებებით და მიაკითხეთ სექციას "საჩუქრები".


7. გოგო მეგობრებისათვის, არ დაგავიწყდეთ საჩუქრების ჩუქება, რადგან ისინი არასდროს დაივიწყებენ, რომ თქვენ მათთვის საჩუქარი არ გიჩუქნიათ. თუ იუბილარი ტკბილეულობის მოყვარულია აჩუქეთ მას ტორტი ან შოკოლადი.