უფასო ტრანსპორტირება 50 ლარზე ზევით, მომდევნო სამუშაო დღეს
მიიღეთ !
პერიოდულად სიახლეები და სპეციალური შეთავაზებები

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ იყვნენ აზარტულები, ამიტომ მათთვის საჩუქრის შერჩევისას ეცადეთ აარჩიოთ რაიმე ორიგინალური საჩუქარი. ისეთი რაც მათ აიძულებს გაიჩინონ ახალი ჰობი, ან დახარჯონ ფიზიკური ენერგია, მაგალითად: სამზარეულოს დანები, ავტომობილის შესაკეთებელი ინსტრუმენტები, ან რაიმე განსხვავებული, რასთანაც მას ჯერ შეხება არ ჰქონია. მისი საჩუქარი მოათავსეთ მოწითალო სასაჩუქრე ყუთში და ზედ მყვირალა შეფერილობის მისალოცი ბარათი ჩამოკიდეთ. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა აჩუქოთ პარფიუმერია, ეცადეთ იყოს ლიმონის ან მთის ბალახების ექსტრაქტით.

კურო (21 აპრილი – 20 მაისი)

კუროებს სიამოვნებას ანიჭებს ლამაზი ნივთები, როგორც მატერიალური, აგრეთვე ფიზიკური. განსაკუთრებული სიამოვნებით იგი იყენებს სხეულის მასაჟორებს ან ტანის მოვლის საშუალებებს. ასე რომ ვთქვათ ის ინტუიციით გრძნობს სილამაზეს. აჩუქეთ მას თეატრის ბილეთები, ხელოვნების ნიმუშები, საიუველირო ნაკეთობები ან ყვავილები. მათი გახარება სულაც არ არის რთული, საკმარისია რაიმე კარგი შოკოლადი, ბოთლი ღვინო და მისალოცი ბარათი, რომელშიც მოთავსებული იქნება ქაღალდის კუპიურა. აგრეთვე სამზარეულოს დანადგარები, უთო, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ა.შ. პარფიუმერიიდან მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ხილის ესენციით დამზადებული სუნამოები.

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)

ტყუპებს უნდა ვაჩუქოთ ყველაფერი ცოტ – ცოტა. ეს შეიძლება იყოს ახალი მუსიკალური ალბომები, სანთებელები, მაჯის საათები, ბრასლეტები ან ბიჟუტერია. ტყუპებს აგრეთვე უყვართ წიგნები და ყველაფერი რაც ინფორმაციის მიღებასთან არის კავშირში. პარფიუმერიიდან, კუროების მსგავსად სუნამოებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს. ტყუპები სამყაროს შეიცნობენ ინტელექტის საშუალებით, ამიტომ შეურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მათ წარმოსახვის უნარის ამაღლებაში დაეხმარება. შეგინიშნავთ რომ ისინი მუდამ ტელეფონზე საუბრობენ ან სულ მეგობრებს ესაუბრებიან? ისინი აკონტროლებენ ურთიერთობების სახლს, ამიტომ დაეხმარეთ მას და ეცადეთ აჩუქოთ ტელეფონი, სატელეფონო წიგნაკი, ან კალკულატორი.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

მათ ძალიან გაახარებთ ძველი ნივთები, ინტერიერის ან განსხვავებული, გამოუყენებელი ნივთები. ის ძალიან მადლიერი დაგრჩებათ თუკი აჩუქებთ საკონდიტრო ნაწარმს, განსაკუთრებით ოჯახში დამზადებულს. საცვლების შერჩევის დროს უჯობესია რაიმე კონსერვატიული სტილის, მოდურ და ელეგანტურზე შეაჩეროთ არჩევანი. პარფიუმერია შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი: ყვავილების სურნელებიდან -ეგზოტკიურამდე. კირჩხიბი აკონტროლებს ოჯახის კერას, რის გამოც მისთვის საჩუქრის შერჩევა არც ისე რთულია. ფოტოალბომი, სამზარეულო წიგნი, ან ნებისმიერი საოჯახო ნივთი, რასაც იგი სახლში გამოიყენებს, ძალიან ბედნიერად აქცევს.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ადამიანები, რომლებიც ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი, ცხოვრობენ და ფიქრობენ ფართომასშტაბურად, ამიტომ მათი საჩუქარი უნდა იყოს როგორც გაბარიტულად აგრეთვე შინაარსობრივადაც დატვირთული. ის ვერ იტანს ხელნაკეთ ნივთებს, ბიჟუტერიას. მისთვის უკეთესია საჩუქარი იყოს ბუნებრივი, თუნდაც ხის მასალისგან დამზადებული, მაგრამ ხარისხიანი და ორიგინალური. უყვარს ხელოვნების ნიმუშები და ორიგინალური საჩუქრები. აგრეთვე საიუველირო ნაკეთობები, ხარისხიანი პარფიუმერია და შოკოლადის სხვადასხვა შეფუთვები. რაც მთავარია მისთვის მირთმეული საჩუქარი უნდა იყოს ხარისხიანი.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ქალწულებს უყვართ უბრალოება და ელეგანტურობა, ამიტომ რაც არ უნდა აჩუქოთ მას, ეცადეთ გააკეთოთ ეს ელეგანტურად. გარდა ამისა, ქალწულები ძალიან შრომისმოყვარეები, ფრთხილები და ძალიან მოწესრიგებულები არიან. სცადეთ აჩუქოთ მათ ისეთი რამ, რაც დაეხმარება დარჩეს მოწესრიგებულად. მაგალითად : ნოუთბუქი, კლასიკური ტყავის ჩემოდანი. თქვენს ქალწულს აგრეთვე ძალიან მოეწონება ფართო კლასიკური ჰალსტუხი ან გრძელი შარფი, რადგან ისინი კარგი ბისნესმენები არიან და მიიღებს სიამოვნებას იმ მოდური, ჰალსტუხით რომელიც მან საჩუქრად მიიიღო.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორებს ძალიან უყვართ ტკბილეულობა და ყვავილები, მასთან ერთად რომანტიული საუბარი. ყვავილების თაიგული, ხილის ტორტი და ომარ ხაიამის პოეზია, მათთვის იდეალური საჩუქარია. ისინი მადლობას გადაგიხდიან თუ დაგეხმარებიან მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევაში. სუნამოები მათთვის უნდა იყოს ტკბილი და არავითარ შემთხვევაში გამომწვევი.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მორიელებისთვის სასიამოვნოა ისეთი საჩუქარი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში სურპრიზად დარჩება. მათ უყვართ საიდუმლოებით მოცული და მნიშვნელოვანი. ზღვის ნიჟარებიდან დაწყებული, ეგზოტიკური ნიღბებით დამთავრებული. აგრეთვე შესაძლებელია ვაჩუქოთ ისეთი ნივთები რომელიც მას იმ მომენტში სჭირდება. მაგალითად : კბილის ჯაგრისი, წინდები ან უბის წიგნაკი. მათ უყვართ სუნამოები, რომლებიც მათ ხასიათს უვამს ხაზს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსნებს უყვართ ეგზოტიკური და რომანტიკული საჩუქრები. მაგალითად : ნახატები, რომელზეც გამოსახულია უცხო მიწა, ფილოსოგიური წიგნები, ფოტოაპარატი, ბინოკლი, მოქარგული ხელსახოცები. საუკეთესო საჩუქარი მშვილდოსნებისთვის ტურისტული მოგზაურობაა.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქებისთვის საუკეთესო საჩუქარია ის, რაც გამოიყურება მდიდრულად. მაგალითად: თხილის ხისგან დამზადებული საწერი კომპლექტი, ფინური დანა ძვლის სახელურით, ნატურალური ტყავისგან დამზადებული მაჯის საათი. მათ ძალიან უყვართ პრესტიჟული ნივთები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ. პარფიუმერიიდან კარგი იქნება თუ ავარჩევთ კლასიკურ სუნამოებს.

მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)

თუკი საქმე საცვლების არჩევანზე გვაქვს, უპრიანია ვაჩუქოთ, ყველაფერი ახალი და საუკეთესო, ორიგინალური და იშვიათი. აგრეთვე სუპერთანამედროვე ტექნიკა, განსაკუთრებით ურთიერთობისთვის საჭირო საშუალებები. საერთოდაც მერწყულები ბედნიერები დარჩებიან თუ ისინი საჩუქრად მიიღებენ ისეთ ნივთს, რომლითაც შეეძლებათ მეგობრებთან თავის მოწონება. პარფიუმერია უნდა იყოს აუცილებლად მოულოდნელი და დასამახსოვრებელი არომატის. მიხაკის ან ციტრუსის ესენციით.

თევზები (21 თებერვალი – 20 მარტი)

ისინი ინტერესდებიან ყველაფრით რაც არარეალურია : ილუზიები, ფანტასტიკა, დრამა, ემოციები, ხელოვნების ნიმუშები, სულიერება. ყველაზე საუკეთესო საჩუქარი მათთვის შეიძლება იყოს ის რაც მათ ინტერესებს აამაღლებს. რას იტყვით ზეთოვან საღებავებზე, თეატრის ბილეთებზე? იდეალურია. ყველაზე მეტად თევზებს ზღვასთან დაკავშირებული საჩუქრები უყვართ.


წყარო: http://goo.gl/ZTi5NS